სამწუხაროდ, დღეს დადგა ისეთი ეტაპი. ჩვენ მოვისმინეთ პარტიის თავმჯდომარის განცხადება. [...] სამწუხაროა, რომ ასე ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც პარტიას სჭირდებოდა უფრო მეტი გაძლიერება და კონცენტრირება შიდა ერთიანობაზე. მთავარი საკითხი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების დამარცხება და შესაბამისად, მაქსიმალურად ოპოზიციურ ველზე ამ მიმართულებით ისნერგიის შექმნა.
[...] სამწუხაროდ, პრაიმერიზი აღმოჩნდა განხეთქილების მოვლენა, რომელმაც გააღრმავა პარტიაში არსებული გარკვეული უთანხმოებები. მე არ მინდა ახლა ვისაუბრო ბევრ საკითხზე, არის, ალბათ, სუბიექტური მოტივებიც.
[...] პრაიმერიზი დასრულდა ჩვენი გამარჯვებით - თუ ვინმეს ეს არ მოეწონა მეორე მხრიდან, ეს მათი საქმეა. ჩვენ არ გვითქვამს არაფერი და მილოცვებიც მივიღეთ. ახლა საუბარი იმაზე, რომ რაღაც არასწორად იყო, პრინციპები დაირღვა, არის ზედმეტი. პრინციპები დაირღვა - ის პრინციპები, რომლებიც ედმოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.
[...] დატოვა ამ ჯგუფმა პარტია, მადლობა, რაც მათ გააკეთეს, მაგრამ სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის.