პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: თუ ენმ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, საპარლამენტო პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს

თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერცერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს. დარწმუნებული ვართ, ნაციონალურ მოძრაობას საბოლოოდ, ამ შემთხვევაშიც მოუწევს უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა.

როგორც მოგეხსენებათ არის შექნილი სპეციალური ფორმატები, სამუშაო ჯგუფები, სადაც განიხილება კონკრეტული საკითხები, მაგალითად, ეს არის საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და ა.შ. სამუშაო ჯგუფებში ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რა თქმა უნდა ისინი რეგლამენტის შესაბამისად იქნებიან ჩართული საპარლამენტო დისკუსიებში, ეს არის რეგლამენტით განსაზღვრული, მაგრამ რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებს, აქ, ბუნებრივია მათი ადგილი ვერ იქნება, ვიდრე ისინი ხელს არ მოაწერენ გონივრულ ვადაში მიშელის დოკუმენტს.

რაც შეეხება ე.წ "power sharings"-ს, აქ საუბარი იყო კომიტეტების და დელეგაციების გადანაწილებაზე ოპოზიციურ პარტიებთან, ამაშიც ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას, თუ გონივრულ ვადაში მათი მხრიდან ხელი არ მოეწერება მიშელის დოკუმენტს.

ამის შესახებ ქართული ოცნების თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.

კომენტარები