თვითმმართველობის არჩევნები 2021

წულუკიანი: არ მგონია, რომ ოქტომბრის პოლიტიკურ ბრძოლაში ვინმე ჩვენს ბეჭებზე დაცემას შეძლებს

შეიძლება, როდესაც დატოვებ მაღალ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, გქონდეს გარკვეული ილუზია იმისა, რომ უკან, სცენაზე შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ასე იქნება. წარმატებისთვის მას [გახარიას] მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და ძალიან დიდი შრომა, ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე, ჯერჯერობით, მის გარშემო ვერ ვხედავ. 

მთავარი არის ჩვენი გეგმა, მთავარი არის ის, რომ ქართული ოცნება თვითონ ემზადება არჩევნებისთვის და მე არ მგონია, რომ მომავალ ოქტომბერში იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც გაიმართება, ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გიორგი გახარიას გუნდსა და თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას.

კომენტარები