უკრაინა

უკრაინა რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტს აჩერებს

უკრაინის ენერგო და საზოგადოებრივი რესურსების მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება, 1 ოქტომბრამდე რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეაჩეროს

გადაწყვეტილება ცნობილი ევროპული ელექტროსისტემის, ENTSO-E-ის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე გახდა. 27 მაისის მდგომაროებით, უკრაინა რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის შესყიდვაზე მოთხოვნას უკვე აღარ აყენებს. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი უკრაინამ, 4-წლიანი შეჩერების შემდეგ, 2019 წელს აღადგინა, ახლა კი კვლავ გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ჯერჯერობით უცნობია, რეალურად რას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 23 მაისს, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ცნობილი ბელარუსი აქტივისტისა და ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დასაკავებლად Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი ავიაგამანადგურებლით შეაჩერა, უკრაინამ ბელარუსთან ავიამიმოსვლა აკრძალა.

კომენტარები