ვაქცინაცია

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის ვაქცინა 1 486-მა პირმა გაიკეთა

8 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 15 693 პირია აცრილი. მათ შორის, ბოლო 24 საათში 1 486-მა პირმა გაიკეთა აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

გაეცანით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) რეკომენდაციებს მათთვის, ვინც ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ. საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა. სინოფარმის ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჯერ ავტორიზებული არ არის, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მათ იმ პირობით შეიძინეს ჩინური ვაქცინა, რომ აპრილის ბოლომდე ის ავტორიზაციას გაივლის.

კომენტარები