ვაქცინაცია

კორონავირუსის ვაქცინით 4 924 პირი აიცრა, ბოლო 24 საათში – 70

www.collective-evolution.com

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ 4 924 პირია აცრილი. მათ შორის, ბოლო 24 საათში 70-მა პირმა გაიკეთა აცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ამირან გამყრელიძის ცნობით, დაჯავშნილია, დაახლოებით, 14 000 ვაქცინის დოზა, მათგან 10 700-მდე გახლავთ Pfizer-ზე, და დაახლოებით 3 263 AstraZeneca-ზე.

NCDC-ის რეკომენდაციები მათთვის, ვინც ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრა

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. Pfizer-ის 29 500 დოზა კი 25 მარტს  შემოვიდა. 25 მარტიდან, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გარდა, პორტალზე დარეგისტრირება 65 წელს ზემოთ პირებსაც შეუძლიათ, რომელთაც ექნებათ საშუალება, არჩევანი გააკეთონ Pfizer-სა და AstraZeneca-ს შორის. Pfizer-ით აცრა სამშაბათს, 30 მარტიდან დაიწყება.

კომენტარები