ვაქცინაცია

გამყრელიძე: მომავალი 2 კვირისთვის უკვე დაჯავშნილია 14 000 აცრა – აქედან 10 700-მდე Pfizer-ზე

სამწუხაროდ, პროცესი არ მიდის ისე, როგორც სასურველია. ჩვენ სხვას ვპროგნოზირებდით. ძალიან სერიოზული ეფექტი პროცესის შენელებაზე იქონია იმ ძალიან ტრაგიკულმა ფაქტმა, რომელიც მოხდა გასულ კვირას ჩვენს ქვეყანაში. მანამდე ჩვენ ყოველდღიურად 1 300-1 400 აცრაზე ავდიოდით იმ 29 დაწესებულებაში, რომლითაც დავიწყეთ, და შემდეგ ეს ჩამოვარდა. ყოველდღიურად გვაქვს 100-120 აცრა. დღემდე აცრილია 4 924 ადამიანი, რაც, რა თქმა უნდა, ცოტაა, მაგრამ პატარა იმედი არის ის, რომ მომავალი 2 კვირისთვის, ანუ 14 აპრილამდე, უკვე დაჯავშნილია დაახლოებით, 14 000 აცრა, ვიზიტი, როგორც სამედიცინო პერსონალის, ისე 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების. 

აქედან 10 700-მდე გახლავთ Pfizer-ზე, და დაახლოებით 3 263 AstraZeneca-ზე. ეს მოთხოვნა თანდათან, როგორც გვაქვს ინფორმაცია, იმატებს...

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველთან ინტერვიუში. 

კომენტარები