ვაქცინაცია

ცერცვაძე ვაქცინაციაზე: თუ დაბალი აქტივობა იქნება, შესაძლოა, ასაკობრივი ზღვარი მოიხსნას

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, არ გამორიცხავს, ვაქცინაციაში ჩასართავ პირთა ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს ან საერთოდ მოიხსნას.

"ორი საბჭოა, ერთი ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების, მე არცერთი საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს გამორიცხული არ არის, შესაძლოა, ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნა, შეიძლება იყოს გახსნილი, საყოველთაო". – ამბობს ცერცვაძე.

საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო. 

ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფი დაამატა -  65 წელს ზემოთ მყოფ პირებს რეგისტრაციის გავლა 25 მარტიდან შეეძლებათ.

კომენტარები