ვაქცინაცია

პრეზიდენტი აცრაზე: თუ გვინდა კრიზისიდან გამოსვლა, უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება

მე დღეს ჩავიტარე ურიგოდ ეს აცრა, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და, მე მგონი, არც იმ ჯგუფში არა ვარ, რომელსაც ეკუთვნის. ჯერ ექიმებისა და მედპერსონალის რიგია, რომელთაც გაიარეს ეს თვეები ძალიან მძიმედ და ნამდვილად საჭიროა, რომ ჯერ ისინი აიცრან, იმისთვის, რომ ჯერ ერთი გადამდები არ იყვნენ და მერე მეორე, დაცულები იყვნენ. 

ჩვენ თუ გვინდა, რომ იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რაც მოჰყვა მთელ მსოფლიოში კოვიდ-პანდემიას, აუციელებელია, რომ ჩვენ ეს საშუალება, რაც მოგვეცა და მოგვეცემა, გამოვიყენოთ და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან

ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც საჯაროდ აიცრა.

კომენტარები