ვაქცინაცია

პრეზიდენტი AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა

რუსთავი 2

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. 

"ეს არის და ეს?" – იკითხა პრეზიდენტმა ვაქცინის გაკეთების შემდეგ. 

სალომე ზურაბიშვილმა აცრის გაკეთების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, კრიზისიდან გამოსასვლელად თავადაც აიცრან, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნებათ. 

"მე დღეს ჩავიტარე ურიგოდ ეს აცრა, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და, მე მგონი, არც იმ ჯგუფში არა ვარ, რომელსაც ეკუთვნის. ჯერ ექიმებისა და მედპერსონალის რიგია, რომელთაც გაიარეს ეს თვეები ძალიან მძიმედ და ნამდვილად საჭიროა, რომ ისინი ჯერ აიცრნენ, იმისთვის, რომ ჯერ ერთი გადამდები არ იყვნენ და მერე მეორე, დაცულები იყვნენ. 

ჩვენ თუ გვინდა, რომ იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რაც მოჰყვა მთელ მსოფლიოში კოვიდ-პანდემიას, აუცილებელია, რომ ჩვენ ეს საშუალება, რაც მოგვეცა და მოგვეცემა, გამოვიყენოთ და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან". – თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა 13 მარტს დაიწყო. საჯაროდ აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძეც. 

კომენტარები