ვაქცინაცია

ცერცვაძე ვაქცინის შემოსვლაზე: ეს ვნებათაღელვა და ხმაური, რაც ქვეყანაში იყო, დამთავრდება

ვაქცინის პირველი პარტია შემოვა შაბათს, 13 მარტს. მოსალოდნელზე ერთი კვირით ადრე. ეს იქნება ასტრაზენეკას ვაქცინა. ეს არის ბრიტანულ-შვედური ვაქცინა, რომელიც წარმოებულია კორეაში და ეს ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელია მსოფლიოში. ეს ვნებათაღელვა და ხმაური, რაც ქვეყანაში იყო, დამთავრდება. თუ რეალურად შევხედავთ სიტუაციას, 2-3 კვირით დაგვიანება გვქონდა, რაც არ უნდა გამხდარიყო ასეთი ვნებათაღელვის საფუძველი. მით უმეტეს, რომ ეს დაგვიანება არ იყო განპირობებული ქვეყნის, ან ჯანდაცვის სამინისტროს გადაცდომებით და იყო განპირობებული ობიექტური მიზეზებით. როგორც გეუბნებოდით, მიუხედავად ორ-სამკვირიანი დაგვიანებისა, საქართველოს ვაქცინაციის მხრივ, ისევე როგორც სხვა დანარჩენი მაჩვენებლების მხრივ, კარგი პერსპექტივები აქვს კოვიდის მართვაში, რამეთუ პირველ პარტიას ვაქცინისას, ჩემი ინფორმაციით, ეტაპობრივად შემოჰყვება ახალი პარტიები. პრაქტიკულად ჩავარდნა და დროში დაშორება არ იქნება. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 

კომენტარები