ვაქცინაცია

ტიკარაძე: საქართველოში ვაქცინა ამ შაბათიდან შემოვა, ვადებმა ერთი კვირით გადმოიწია

"საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინის შემოსვლის ვადებმა ერთი კვირით გადმოიწია.

"დადასტურებულია, რომ [13 მარტიდან], შაბათიდან, საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება" - თქვა ტიკარაძემ და მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, კოვაქს პლატფორმას და, განსაკუთრებით, იუნისეფს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირველ ჯერზე ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზა შემოვა.

"შემდეგი არის, რა თქმა უნდა, ფაიზერის ვაქცინა. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღწეული იყოს შეთანხმება, რომ ფაიზერის ვაქცინის დაჩქარებაც მოხდეს" - აღნიშნავს მინისტრი.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თებერვალში უნდა შემოსულიყო, თუმცა, მოწოდების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინა "22 მარტის კვირაში" ელოდებოდნენ.

კომენტარები