ჟურნალისტზე თავდასხმა

აშშ-ს საელჩო სანაიაზე: ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას განცხადებით ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს ეს საქმე ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხნელ საქმეებთან ერთად.

"აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები". - წერია განცხადებაში.

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს დღეს, 25 თებერვალს, დაესხნენ თავს. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხვეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს მიყენებული.     

კომენტარები