ნიკა მელიას დაკავება

კალაძე: მნიშვნელოვანია მოწოდებები, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოწოდებები, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, რადგან ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრები. ყველა ხედავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, რაც განსაკუთრებით ბოლო წლებში იგრძნობა და, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის მოლოდინი იმისა, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება. ამიტომ, ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ, უნდა მოვახერხოთ გარკვეულწილად ერთმანეთთან საუბარი, მოლაპარაკება, პოლიტიკური დისკუსია, რადგან სხვანაირად წარმოუდგენელია.

ეს ყველაფერი აზიანებს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, აზიანებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, აზიანებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. შესაბამისად, საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, კომპრომისი არის აუცილებელი, თუმცა კომპრომისი ცალმხრივი ვერ იქნება, ეს უნდა იყოს ორმხრივი. დიალოგს ზოგადად არ აქვს ალტერნატივა, არც ახლა და არც მომავალში.

ამბობს თბილისის მერი კახი კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას  გამოეხმაურა და განცხადება  გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მელიას დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა, რაც საქართველოს დემოკრატიის დაზიანების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი ელოდება, რომ ქართული ოცნება პირველ ადგილზე ქართველი ხალხის ინტერესებს დააყენებს და მხარეების კონსტრუქციულ როლს უსვამს ხაზსს. როგორ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება ნიკა მელიას დაკავებას.

კომენტარები