მე ვფიქრობ, ოპოზიცია მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია ის, თუ როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ხვალ-ზეგ კიდევ უფრო მოუმატებს. რასაკვირველია, ჩვენს მიმართ მოთხოვნები არის პრინციპული, არის საკმაოდ მკაფიო, ზოგ შემთხვევაში მწვავეც არის, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ოპოზიცია კვლავ ამ დესტრუქციულ რევოლუციურ გზას თუ განაგრძობს, მე არ მგონია, რომ მათ ექნებათ მხარდაჭერა საზოგადოებაში, მათ შორის საკუთარ მომხრეებსა და საერთაშორისო ასპარეზზე.
ნიკა მელიას დაკავება
ვოლსკი ოპიზიციაზე: საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლიდან
tbl.ge/5fub
დაკოპირდა
განაცხადა ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ვოლსკიმ იმედის ეთერში. დღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მელიას დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა, რაც საქართველოს დემოკრატიის დაზიანების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი ელოდება, რომ ქართული ოცნება პირველ ადგილზე ქართველი ხალხის ინტერესებს დააყენებს. ის მხარეების კონსტრუქციულ როლს უსვამს ხაზსს.
ამავე თემაზე
- მელია: კომპრომისი არ უნდა იყოს პატიმარზე, გირაოს გადახდა გამორიცხულია
- კობახიძე მელიას დაკავებაზე: იმართებოდა სასამართლო პროცესი, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებდით
- თალაკვაძე კობახიძეზე: მოსამართლის ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება? ასე გადათარგმნეთ?
- "გახარია მელიას აყვანის მომხრე 17:00 სთ-მდე იყო" – გადაწყვეტილება 22:00-ზე გამოცხადდა
- წულუკიანი მელიაზე: ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა