ნიკა მელიას დაკავება

მდინარაძე: ამოიკითხავენ ერთ კრიტიკულ აბზაცს და ამაზე აგებენ მთელ საინფორმაციო ბადეს

დღეს ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის განცხადება, სადაც პირდაპირ წერია ოპოზიციის პასუხისმგებლობის შესახებ, და, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად, ისინი ურჩევენ ოპოზიციას, ვინაიდან მათი როლი არის გადამწყვეტი, რომ შემოვიდნენ საქართველოს პარლამენტში, თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის სტილია, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, რომ, რაც არ მოსწონთ, იმას საერთოდ აიგნორებენ და შემდეგ ამოიკითხავენ ერთ ფრაზას, ან აბზაცს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი კრიტიკა და ამაზე აქვთ აგებული მთელი საინფორმაციო ბადე.

განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ იმედის ეთერში. დღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას  გამოეხმაურა და განცხადება  გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მელიას დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია გაღრმავდა, რაც საქართველოს დემოკრატიის დაზიანების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი ელოდება, რომ ქართული ოცნება პირველ ადგილზე ქართველი ხალხის ინტერესებს დააყენებს. ის მხარეების კონსტრუქციულ როლს უსვამს ხაზს.

კომენტარები