ჟურნალისტზე თავდასხმა

ვოლსკი სანაიაზე თავდასხმაზე: კრიტიკაზე, დიდი ბოდიშით და, უარს ვერ ვიტყვით

"კრიტიკაზე, დიდი ბოდიშით და, უარს ვერ ვიტყვით". - ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას.

"ისეთივე სრულუფლებიანი მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნის, როგორიც თქვენ ხართ. მაგრამ, თქვენი კრიტიკა, ხშირ და უმეტეს შემთხვევაში, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ადამიანური დამოკიდებულებიდან დაწყებული, დამთავრებული საქმიანი დამოკიდებულებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 

ვინც თავს დაესხმევა, თქვენ ან ჩვენ წარმომადგენელს, არის სწორედაც ის, რაც დისკრედიტაციას უკეთებს პოლიტიკურ პარტიას. თავდამსხმელები, აგრესორები დღეს ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გარშემო. ვისაც ჩვენ მიმართ აქვს გარკვეული მხარდაჭერა, იმან, რა საკვირველია, არათუ არ უნდა გააკეთოს თავდასხმა ან რაიმე აგრესიული მოქმედებებით შეურაცხყოს ჩვენი პოლიტიკური პრინციპები, საუბარშიც კი უნდა იყოს გაცილებით თავშეკავებული, ვიდრე თქვენი პოლიტიკური წარმომადგენლები არიან". - ამბობს გიორგი ვოლსკი. 

ოპოზიციის წევრების შეფასებით, სანაიაზე თავდასხმა "ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის პირდაპირი შედეგია", ვახო სანაია კი ამბობს, რომ "მგონი, განცხადებებს ძალიან კარგად უნდა დაუკვირდეთ, რას აკეთებთ, რომ მერე აგრესია ამ ფორმით არ გამოვლინდეს ხოლმე ჩემზე, ჩემს კოლეგებზე." 

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს დღეს, 25 თებერვალს დაესხნენ თავს . საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდემსხმელებს მის, როგორც ჟურნალისტის მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხვეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს.     

კომენტარები