ჟურნალისტზე თავდასხმა

ბოკერია სანაიაზე თავდასხმაზე: ეს არის ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის პირდაპირი შედეგი

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმაურება.

"ამ ჯგუფის მიერ დავალებით იყო გაკეთებული თუ არა, ეს არის პირდაპირი შედეგი ამ პოლიტიკის, ზოგადად, მთელი ამ წლების განმავლობაში და, კერძოდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის და ლიდერების, მისი გარემოცვის, თოჯინების პროპაგანდის". - ამბობს გიგა ბოკერია. 

ვახო სანაიას და მისი ცოლის ნათესავს თავს დღეს, 25 თებერვალს დაესხნენ. საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული. როგორც სანაია ჰყვება, თავდამსხმელებს მისი, როგორც ჟურნალისტის, მიმართ ჰქონდათ აგრესია, აგინებდნენ ტელევიზიებს. მისივე თქმით, დაზიანებები თავსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე აქვს.    

"მგონი, განცხადებებს ძალიან კარგად უნდა დაუკვირდეთ, რას აკეთებთ, რომ მერე აგრესია ამ ფორმით არ გამოვლინდეს ხოლმე ჩემზე, ჩემს კოლეგებზე". - ამბობს სანაია.

კომენტარები