ნიკა მელიას დაკავება

კუჭავა მელიაზე: კანონის დამრღვევმა პასუხი უნდა აგოს!

არავის ციხეში ყოფნა არ არის მიზანი, არ ვიცი, ამაზე ვინმემ თუ შეიძლება დასვას კითხვის ნიშანი, მაგრამ კანონის დამრღვევმა პასუხი უნდა აგოს! არავინ არ დგას კანონზე მაღლა და არავისთვის არ უნდა გაკეთდეს გამონაკლისი. გამოსავალი რა შეიძლება იყოს, ამაზე ალბათ იურისტები უფრო ნახავენ სამართლებრივ გზებს და შესაბამისს ნაბიჯებს გადადგამენ.

პირადად მე, სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე განიმუხტოს ეს მდგომარეობა, ქვეყნის განვითარებისთვის არის ეს აუცილებელი. აპელირებენ, რომ ჩამოვშორდით ევროინტეგრაციის გზას, თვითონ როგორ ხედავენ, ქუჩიდან ხედავენ ევროინტეგრაციაში შესვლას? პარლამენტში უნდა იყვნენ და იქ უნდა გვესაუბრონ იმ საკითხებზე, თუ რამე არ მოსწონთ. მე მინდა, ოპოზიცია იყოს პარლამენტში, რომელიც გამაკრიტიკებს...

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა რუსთავი 2-ის ეთერში. ერთიანი ნაციონალური მოძრობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებები წაიკითხეთ აქ.

კომენტარები