ისინი [ოპოზიცია] ფიქრობენ იმაზე, რომ ერთის მხრივ, კანონი დაარღვიონ, შემდეგ ამ კანონდარღვევას რეაქცია არ მოჰყვეს, შემდეგ ეს ყველაფერი პოლიტიკურად შეფუთონ, მიაშენონ რაღაცები, წარმოაჩინონ უსამართლობად ის, რაც არის სამართალი და სამართლად ის, რაც არის უსამართლობა, შემდეგ მოთხოვნები დააყენონ. შეთანხმება თუ არ უნდათ იმ სიმართლეზე, მოდით მეორე სიმართლეს შევთავაზებთ: ვთანხმდებით თუ არა, რომ ესკალაცია ხელს აძლევს რუსეთს? მათ შორის, თქვენი სტუმრები [ოპოზიციის წარმომადგენლები] საუბრობდნენ რუსეთი, გავრილოვი და ყელში ამოუყვანეს ჩვენ საზოგადოებას ეს ფსევდოპატრიოტიზმი და მოჩვენება იმისა, რომ თითქოს ისინი არიან პატრიოტები და ჩვენ კაბელით ვართ დაკავშირებული რუსეთთან, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. მაინტერესებს, მართლა თუ სჯერათ, რომ პუტინზე მიბმულია აქ ვინმე და თუ არ სჯერათ, ამ ტყუილს როგორ კადრებენ საზოგადოებას, თუ მართლა სჯერათ, მაშინ გამოფხიზლდნენ იმ სიზმრიდან, სადაც იმყოფებიან, რომ ჰგონიათ მილიონი ამომრჩევლის მიერ ამორჩეული ხელისუფლება არის რუსეთის არჩეული.
ნიკა მელიას დაკავება
პაპუაშვილი ოპოზიციაზე: რუსეთი, გავრილოვი, ყელში ამოუყვანეს ხალხს ეს ფსევდოპატრიოტიზმი
tbl.ge/5fqi
დაკოპირდა

ისაუბრა ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა, რუსთავი 2-ის ეთერში.
ამავე თემაზე
- მდინარაძე მელიაზე: პრაქტიკულად, გათავისუფლებულია, ხვალვე შეუძლია, ციხიდან გამოვიდეს
- მელია: გული მწყდება, ბევრმა ყოფილმა ქოცმა დამიცვა, გრიგოლ ვაშაძეს სიტყვა არ დაუძრავს
- მელია პროკურატურის შეთავაზებაზე: სერიოზულად არც კი აღვიქვამ, გამეცინა
- მამშვიდებს, რომ როცა სანდრო გაიზრდება და ჩემს ამბებს ნახავს, იამაყებს – ინტერვიუ მელიასთან
- შსს: ენმ-ის წარმომადგენლებმა ამოღებული ტექნიკის დასაბრუნებლად გამოცხადებაზე უარი თქვეს