ნიკა მელიას დაკავება

უილსონი აშშ-ს რეაქციაზე: მართლაც რომ ცუდად დაიწყო თბილისმა ბაიდენის გუნდთან

დეიმონ უილსონი

ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტის Atlantic Council-ის წევრი, დეიმონ უილსონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს საელჩოს განცხადებას აფასებს.

​"საუკეთესო მეგობრის აშშ-ს მხრიდან საქართველომ კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა. მართლაც რომ ცუდად დაიწყო თბილისმა ბაიდენის გუნდთან". – წერს უილსონი.

აშშ-ს საელჩომ ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში.

ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით.

ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს. ადგილზე მყოფი ადამიანების თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის ოთახში შეჭრილმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

კომენტარები