ნიკა მელიას დაკავება

აშშ: შეძრწუნებული ვართ ხელისუფლების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით

Shutterstock

საქართველოში ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ენმ-ის ოფისში ნიკა მელიას გამო. 

"ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით.

ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე" - აცხადებს ამერიკის საელჩო.

შსს-ს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს. ადგილზე მყოფი ადამიანების თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის ოთახში შეჭრილმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. 

კომენტარები