ნიკა მელიას დაკავება

რუხაძე: დაკავების ოქმში წერია – ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ეძახა მონა

სირცხვილიას აქტივისტი, ნოდარ რუხაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს. რუხაძე დღეს, 23 თებერვალს, იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ქართული ოცნების წევრებს შორიდან "მონებს" ეძახდა. 

"ჩემი დაკავების ოქმი: ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს ეძახა მონა.

პოლიციამ პროცესზე ჩემი პატიმრობა მოითხოვა, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევაო.

შედეგი: ჯარიმა 2000 ლარი". – წერს ნოდარ რუხაძე.

კომენტარები