ნიკა მელიას დაკავება

სააკაშვილი: ვინც მელია დაიჭირა, ძალიან დიდი ხნით ჩაჯდებიან, იაღლიში მოგივიდათ

მინდა, მივესალმო იმ ხალხს, ვინც დღეს შეიკრიბა თბილისში კანცელარიასთან. მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია, ამაში ვარ დარწმუნებული, გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა, ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით.  

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ  დამარცხდით. ბევრად უფრო მწარედ დამარცხდით, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ახლა მთავარი არის მობილიზაცია მთელს საქართველოში ფრონტის გაშლა. შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა. ივანიშვილს, პრაქტიკულად, შანსი არ აქვს, თუ ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე...

ამბობს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე.

კომენტარები