ნიკა მელიას დაკავება

ვოლსკი: აშშ-ს განცხადება აღწერს ვითარებას, რაც გვაქვს, ყურადღება უნდა მიაქციონ გარემოებებს

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება იყო ძალიან კრიტიკული, აღწერს იმ ვითარებას, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ევროპელ მეგობრებს კიდევ ერთხელ უნდა მივაქცევინოთ ყურადღება გარემოებებზე, რამაც ეს საკრიტიკო სიტუაცია შექმნა...

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება. ენმ-ის თავმჯდომარის დაკავებაზე საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ამით საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში, უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე – "ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები - თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით".

კომენტარები