ნიკა მელიას საქმე

ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას – სია

reginfo.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიასთვის იმუტიტეტის მოხსნას და ამით მის დასაკავებლად პროკურატურისთვის გზის გახსნას ქართული ოცნების 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო სხდომას ვერ ესწრებოდა თეა წულუკიანი. 

კენჭისყრაზე სულ 94 დეპუტატი დარეგისტრირდა. მათგან ორმა, მოქალაქეების წევრებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ხოლო ევროპელმა სოციალისტებმა, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა, გელა მიქაძემ და ფრიდონ ინჯიამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. 

  • გიორგი ამილახვარი
  • ბენაშვილი გია
  • ირაკლი ბერია
  • ირაკლი (დაჩი) ბერაია
  • რამინა ბერაძე
  • მაია ბითაძე
  • ანზორ ბოლქვაძე
  • ელისო ბოლქვაძე
  • მაკა ბოჭორიშვილი
  • ანა ბუჩუკური
  • ელგუჯა გოცირიძე
  • ბექა დავითულიანი
  • ალექსანდრე დალაქიშვილი
  • ზაურ დარგალი
  • ისკო დასენი
  • მიხეილ დაუშვილი
  • ზაალ დუგლაძე
  • ქეთევან დუმბაძე
  • გოჩა ენუქიძე
  • გია ვოლსკი
  • ირმა ზავრადაშვილი
  • ირაკლი ზარქუა
  • არჩილ თალაკვაძე
  • ედიშერ თოლორაია
  • რატი იონათამიშვილი
  • აბდულა ისმაილოვი
  • დავით კაჭარავა
  • ვლადიმერ კახაძე
  • გიორგი კახიანი
  • კახა კახიშვილი
  • შალვა კერესელიძე
  • პაატა კვიჟინაძე
  • სუმბატ კიურეღიანი
  • ირაკლი კობახიძე
  • ლევან კობიაშვილი
  • ირაკლი კოვზანაძე
  • რესან კონცელიძე
  • კახაბერ კუჭავა
  • მარიამ ლაშხი
  • ნინო ლაცაბიძე
  • ბექა ლილუაშვილი
  • ზაზა ლომინაძე
  • დავით მათიკაშვილი
  • სამველ მანუკიანი
  • გურამ მაჭარაშვილი
  • ლევან მგალობლიშვილი
  • მამუკა მდინარაძე
  • ირაკლი მუზურნიშვილი
  • მაია მენაღარიშვილი
  • გოგი მეშველიანი
  • ირაკლი მეძმარიაშვილი
  • სავალან მირზოევი
  • გივი მიქანაძე
  • ზაალ მიქელაძე
  • ალექსანდრე მოწერელია
  • ანტონ ობოლაშვილი
  • ბექა ოდიშარია
  • ანრი ოხანაშვილი
  • შალვა პაპუაშვილი
  • დიმიტრი სამხარაძე
  • ნიკოლოზ სამხარაძე
  • ვიქტორ სანიკიძე
  • მიხეილ სარჯველაძე
  • დავით სერგეენკო
  • ირაკლი სესიაშვილი
  • ეკა სეფაშვილი
  • დავით სონღულაშვილი
  • სოზარ სუბარი
  • ალექსანდრე ტაბატაძე
  • თამარ ტალიაშვილი
  • ნოდარ ტურძელაძე
  • ირაკლი ქადაგიშვილი
  • ლევან ქარუმიძე
  • ალუდა ღუდუშაური
  • მიხეილ ყაველაშვილი
  • გოდერძი ჩანქსელიანი
  • ვლადიმერ ჩაჩიბაია
  • ვასილ ჩიგოგიძე
  • ირაკლი ჩიქოვანი
  • როსტომ ჩხეიძე
  • ნინო წილოსანი
  • ხატია წილოსანი
  • გივი ჭიჭინაძე
  • ხაბარელი შოთა
  • ირაკლი ხახუბია
  • გიორგი ხელაშვილი
  • გიორგი ხოჯევანიშვილი
  • დიმიტრი ხუნდაძე
  • ვიქტორ ჯაფარიძე

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს, ენმ-ის თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიება, გირაო, პატიმრობით შეეცვალოს.   

პარლამენტს მელიას დაპატიმრებაზე ნებართვის არგაცემისკენ მოუწოდებდნენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. TI-ის განცხადების მიხედვით, "ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას". ნინო ლომჯარიას შეფასებით კი ოპოზიციონერების მიმართ პატიმრობის გამოყენება "მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ."

იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერდა, 13 თებერვალს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, "ჩვენი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალის, ამოცანაა, უზრუნველვყოთ კანონის უზენაესობა, უპირობოდ დავიცვათ თანასწორობის პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილებით არ შევაფერხოთ მართლმსაჯულების აღსრულება."

საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც ის ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები