"ნიკა ამჟამად გადაყვანილია კლინიკა ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებთან მიმართებით. (...) მისი ჯანმრთელობის შესახებ არ მაქვს უფლება გავავრცელო ინფორმაცია." - თქვა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა TV პირველის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატის განცხადებით, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას მორიგი ბრალის წარდგენას უპირებენ. კონდახაშვილის განმარტებით, მელიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან.
ნიკა მელიას საქმე
ადვოკატი: ნიკა ამჟამად გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე





