ევროპული საქართველო

უგულავა ბოკერიაზე: ჩანს, რომ მომენტი დავიჭირე და, არიქა, პარტია ჩემია

ტაბულა

"ჩანს, რომ რაღაც მომენტი დავიჭირე და, არიქა, პარტია ჩემია". - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა გიგა ბოკერიაზე საუბრისას.  

"წარმატებას ვუსურვებ მხოლოდ ადამიანურად, მაგრამ, ამ წარმატების მე არ მჯერა, იმიტომ, რომ ეს პარტია არასროს არ იყო ერთი კაცის პარტია. 

[...] მე მიმაჩნია, რომ ჩემი პასუხისმგებლობა დღეს არის პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევა, ასეთი პოზიცია აქვს დათოსაც და მისი [გიგა ბოკერიას] არის განსხვავებული და უფრო ჩანს, რომ რაღაც მომენტი დავიჭირე და, არიქა, პარტია ჩემია. ეს ძალიან ცუდად გამოიყურება და ამ პროცესში მე მონაწილეობას არ მივიღებ". - ამბობს გიგი უგულავა მთავარის ეთერში. 

12 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ პარტიულ თანამდებობას ტოვებს და თუკი გიგა ბოკერიაც ასევე არ მოიქცევა, პარტიასაც დატოვებს. დავით ბაქრაძე კი ევროპული საქართველოს თავმჯდომარე აღარ იქნება და პარტიას ტოვებს.

გიგა ბოკერია თანაპარტიელების გადაწყვეტილებას არ იზიარებს, ამბობს, რომ ახლა არ არის ის მომენტი, როდესაც ლიდერები გვერდით უნდა გაიწიონ. პარტიის ლიდერის შეფასებით, ლიდერების პასუხისმგებლობა ისიცაა, რომ დაეხმარონ პარტიას, გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. 

კომენტარები