ევროპული საქართველო

დავით ბაქრაძე ევროპული საქართველოს თავმჯდომარე აღარ იქნება და პარტიას ტოვებს

დავით ბაქრაძე ევროპული საქართველოს თავმჯდომარე აღარ იქნება. ამის შესახებ მან პარტიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა. 

დავით ბაქრაძის თქმით, ყველაფერს, ისევე, როგორც პარტიას, სჭირდება განახლება და სწორედ ამიტომ, ოთხწლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, პარტიის მომდევნო ყრილობაზე, რომელიც მაისამდე გაიმართება, ის თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს. 

დავით ბაქრაძე პარტიას სწორედ ყრილობის შემდეგ დატოვებს. 

"მე არ მივდივარ ოპოზიციური რიგებიდან. არ ვცვლი ჩემს პოზიციას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია. ჩემი მხრიდან პარლამენტში შესვლა არ განიხილება. საპარლამენტო ბოიკოტი არის ძალაში. ჩემი მხრიდან ისევ ძალაშია ყველა მოთხოვნა, რომელიც არსებობდა". – თქვა დავით ბაქრაძემ. 

კომენტარები