ევროპული საქართველო

უგულავა: თუ ბოკერიას განსხვავებული გადაწყვეტილება ექნება, პარტიისთვის ძალიან ცუდი იქნება

სამივეს [დავით ბაქრაძის, გიგი უგულავას, გიგა ბოკერიას] გაწევა მმართველობიდან ნიშნავს სამივეს გაწევას, მაგრამ ყველა თანასწორია და ვიღაცა უფრო თანასწორი ვერ იქნება.

თუ სამიდან ერთს განსხვავებული გადაწყვეტილება ექნება, ეს მიმაჩნია, რომ პარტიისთვის ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ პარტიას განახლება სჭირდება და არა ერთის ორით ჩანაცვლება ან გადანაცვლება და გადმონაცვლება. რა თქმა უნდა, გიგაზე ვლაპარაკობ, მას განსხვავებული აზრი აქვს, ის თავის პოზიციას გეტყვით...

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ დავით ბაქრაძის მსგავსად, არც თავად დაიკავებს პარტიულ თანამდებობას.

კომენტარები