ევროპული საქართველო

ბოკერია: ლიდერების პასუხისმგებლობა ისიცაა, რომ ეს პარტია იყოს კონკურენტუნარიანი

მე მგონი, დავით ბაქრაძემ თქვა, უპირობო ლიდერები არ არსებობენო. სრულად ვადასტურებ ამას. უპირობო ლიდერები ჩვენს პარტიაში არ არსებობენ. ჩვენთან ყოველთვის პარტია იღებს გადაწყვეტილებას იმ ხედვიდან გამომდინარე, რაც გააჩნია ამა თუ იმ ლიდერს ამა თუ იმ რთულ ვითარებაში. 

ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვენ გვაქვს მაგალითები პოლიტიკური ლიდერების, რომლებიც ძალიან დიდი ხნით დარჩნენ და ამით დააზიანეს [პარტია], მაგრამ გვაქვს მაგალითები ლიდერების, რომლებიც რთულ ვითარებაში უდროოდ წავიდნენ და ამით შანსი აღარ დაუტოვეს პარტიას, მათ შორის განახლების. ეს არ ეხება არც დათო და არც გიგის, ვამბობ, რომ ორნაირი მაგალითი არსებობს. 

მე ვთვლი, რომ ახლა ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილი, მათ შორის ლიდერების, იმაშიც მდგომარეობს, რომ რეალურად ეს პარტია იყოს სერიოზული კონკურენტი ძალაუფლებისთვის ბრძოლის საქმეში და ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის საქმეში და ამ ქვეყნის დასავლურ, ევროპულ გზაზე დაბრუნებაში და მე ვთვლი, რომ ეს პარტია, პარტნიორებთან ერთად, ამ საქმეში შეუცვლელია. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩემი პოზიცია, რომ მე არ ვაპირებ აქტიური პოლიტიკიდან გაწევას

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. პარტია ორმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ დატოვეს. 

კომენტარები