არჩევნები 2020

ელისაშვილი: რურუას გათავისუფლების საკითხს უკვე პარლამენტში დავსვამთ

იმ 5 პოლიტპატიმრიდან, რომლის გვარიც თავდაპირველად სახელდებოდა, 4 ადამიანი გარეთ არის. საკმარისი არ არის, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით ორმა დეპუტატმა, მეტი ჩვენ ვერ შევძელით. 54 დანარჩენი ოპოზიციონერია გარეთ, რომელსაც არც მოლაპარაკება უნდა, არც დარწმუნება უნდა ქართული ოცნების. ჩვენ პირისპირ ვესხედით ქართულ ოცნებას და ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით უკან დავახევინეთ. 

ჩვენ პერსონალურად არ ვიწერთ მათ გათავისუფლებას. მოლაპარაკებების შედეგია. 

[...] რურუას გათავისუფლების საკითხს უკვე პარლამენტში დავსვამთ.

ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა. პარტიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება საბოლოოდ დღეს მიიღო.

კომენტარები