არჩევნები 2020

თალაკვაძე: კარუსელების, ბატუტების და ლახტის სპეციალისტები ამბობენ არჩევნები გაყალბდაო

თუ მოლაპარაკება სურთ, მოვილაპარაკოთ, მაგრამ მოლაპარაკება უნდა იყოს სამართლიანი პირობებით და როდესაც შენ ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს არის საფუძველი და მერე აღმოჩნდება, რომ ეს საფუძველი პირიქით არის. როდესაც შენ ამბობ, რომ პარალელური დათვლის შედეგები არ არის საკმარისი, გაყალბება დავადგინოთ და როდესაც ხელისუფლება გეუბნება, მოდი შევქმნათ საგამოძიებო კომისია და გამოვიძიოთ თითოეული საჩივარი. როდესაც ხელისუფლება გეუბნება, მოდი გადავთვალოთ ულიმიტო რაოდენობის უბნები.

ტელევიზორში რომ გამოდიან წინა ხელისუფლების დროინდელი კარუსელების, ბატუტების და ლახტის სპეციალისტები და ეგენი რომ ამბობენ არჩევნები გაყალბდაო, ეგ არის საფუძველი? 

ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე TV იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები