არჩევნები 2020

თევდორაძე: პატრიოტები მანდატებზე უარს იტყვიან, როცა ლიდერები COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდებიან

პუტინისტური პატრიოტთა ალიანსის წევრის, გოჩა თევდორაძის თქმით, პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარს მას შემდეგ იტყვის, რაც ლიდერები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდებიან. მისივე თქმით პარტიაში წევრების 85% იყო ინფიცირებული.

"თუ ოპოზიციური სპექტრის განცხადებებთან ერთად ჩვენი განცხადებები არ იყო დაწერილი, ეს არ ნიშნავს, რომ მანდატებზე უარს არ ვამბობთ. ჩვენც უარს ვაცხადებთ მანდატებზე. ახლა კორონაპანდემია ქვეყანაში 5-6%-ს შეეხო და რატომღაც პარტიაში 85% იყო დაავადებული, ქალბატონი ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია გამოჯანმრთელების პროცესში არიან ამ დღეებში ეს პროცესი შედგება, ჩვენ უარს ვიტყვით მანდატებზე". – თქვა თევდორაძემ TV პირველის ეთერში. 

ოპოზიციის 60 დეპუტატიდან 51-მა ოფიციალურად თქვა მანდატზე უარი. პარლამენტარობაზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტისთვის მხოლოდ მოქალაქეებს, პატრიოტთა ალიანსს და გირჩის სამ წევრს არ მიუმართავს.

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო.

კომენტარები