არჩევნები 2020

კობახიძე: გარწმუნებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური პარტიები იქნებიან

ეს არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტი, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას ხვალინდელ სხდომაში. 4 წლის განმავლობაში თქვენ გახსოვთ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა უამრავი ფუნდამენტური რეფორმა განახორციელა. მათ შორის იყო საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, გარდა ამისა, იყო სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და ა.შ. ამ პირობებში, როდესაც პარლამენტი ახორციელებდა ფუნდამენტურ რეფორმებს, ჩვენ ჯამში რომ დავთვალოთ ბოიკოტი, ალბათ, მთლიანობაში 2 წლის განმავლობაში გვიწევდა ყოფნა ბოიკოტის რეჟიმში. ასეთია, სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციის ბუნება და ზუსტად ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტს.

ვერ გეტყვით, ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ არ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილები ოპოზიციური პარტიები. უახლოეს მომავალში შემოვლენ...

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ 10 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ჟურნალისტებმა მას შეახსენეს, რომ არცერთი ოპოზიციური პარტია 11 დეკემბრის საპარლამენტო სხდომაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

კომენტარები