არჩევნები 2020

ხვიჩია ოპოზიციას: დაგვეხმარეთ შეთანხმების აღსრულებაში, შემოდით პარლამენტში

მოლაპარაკების მაგიდაზე ყველამ იცოდა პირველივე დღიდან, რომ ყველას ერთი და იგივე საკითხი არ აწუხებდა, სხვადასხვა საკითხი იყო, რომელიც ამ პოლიტიკური შეთანხმების საგანი უნდა ყოფილიყო. ალეკო ელისაშვილმა მისი პრიორიტეტი დაასახელა, მეც დავასახელე ცოტა ხნის წინ გირჩის პრიორიტეტი. სხვაც დაასახელებს ალბათ და მნიშვნელოვანია ეს, კარგი პროცესია.

მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, დაგვეხმარონ იმ შეთანხმების აღსრულებაში, რომელსაც მივაღწიეთ ქართულ ოცნებასთან. შემოვიდნენ პარლამენტში, დაუჭირონ მხარი და ამითი განვმუხტოთ ის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც 20 ივნისის შემდეგ ამ ქვეყანაში არსებობს. ეს იქნება ჩემი საჯარო მოწოდება...

გირჩის ერთერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკებებზე ერთადერთი საკითხი, რომლის აღსრულებაზეც ქართული ოცნება თანახმაა, საარჩევნო რეფორმის გაგრძელებაა. მმართველი გუნდი უარს ამბობს ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, რაც ოპოზიციის მოთხოვნაა.

კომენტარები