არჩევნები 2020

GNCC: საზმაუ და R2 სტანდარტებს იცავდნენ, იმედი, მთავარი არხი და TV1 მიკერძოებულები იყვნენ

კომუნიკაციების კომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე ანგარიში, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. GNCC თვისებრივად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას, რუსთავი 2-ს, ტელეიმედს, „ტელეკომპანია პირველს და მთავარ არხს დააკვირდა, რაოდენობრივი მონიტორინგი კი, 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა.

"მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ საინფორმაციო გამოშვებები ძირითადად დაბალანსებული და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით ყველაზე მეტად საზოგადოებრივ მაუწყებელზე შუქდებოდა, ბალანსი და სტანდარტი დაცული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რუსთავი 2-ზე. ტელეიმედის, ტვ პირველის და მთავარი არხის მაგალითზე ცალსახა იყო მიკერძოება სხვადასხვა პოლიტიკური მხარის მიმართ" - აცხადებს GNCC და აღნიშნავს, რომ იმედი მკვეთრად პოზიტიურად აშუქებდა ხელისუფლების, ხოლო უკიდურესად ნეგატიურად - ოპოზიციის საქმიანობას.

"საპირისპირო ხდებოდა ტელეკომპანია მთავარ არხსა და ტელეკომპანია პირველზე, აღნიშნული არხები პოზიტიურად აშუქებდნენ ოპოზიციის ქმედებებს, ხოლო მკვეთრად ნეგატიურად - ხელისუფლების საქმიანობას. აღნიშნულ ორ არხზე საინფორმაციო გამოშვებები, ისევე, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, გამოირჩეოდა ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით და გაჯერებული იყო სიძულვილის ენით. ტელეკომპანია პირველის და მთავარი არხის გადაცემებში ხშირად გვხვდებოდა შეცდომაში შემყვანი, ყალბი ინფორმაცია და ბრალდებები, რომლებიც არ იყო მტკიცებულებებით გამყარებული" - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები