მინდა, მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის, რომ მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თორემ მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს დარჩენა პარლამენტში, აქაც ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და პარლამენტში დავიწყებთ ერთობლივად მუშაობას იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე და განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება...
არჩევნები 2020
კალაძე: მინდა მჯეროდეს ოპოზიციის გონივრულობის, თორემ პარლამენტში მარტო ყოფნაც არაა პრობლემა
tbl.ge/59k2
დაკოპირდა

თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ბოიკოტზე. მანვე აღნიშნა, რომ მომდევნო დღეებში ცხადი იქნება, როდის გაიმართება მოლაპარაკების მესამე რაუნდი. კალაძის თქმით, "როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია, მოხდეს შეთანხება".
ამავე თემაზე
- ბოკერია: საერთო განცხადების მიზანი იყო სპეკულაციების ფონზე სიცხადე შემოგვეტანა
- ოპოზიცია: ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები
- მინდიაშვილი: ნაგვისყრის გამპრავებლები მორალს აბუჩად იგდებენ, ასე ვერაფერს შევცვლით
- ბარამიძე: სამადაშვილს და გოცირიძეს ბოდიში აქვთ მოსახდელი ნაგვის ინციდენტის შეფასებებისთვის
- აქტივისტი, რომელმაც დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, გაათავისუფლეს