არჩევნები 2020

ნათელაშვილი: ოლიგარქია, თანაც რუსული, უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ

ჩვენ ვერაფერს დაგვიშავებს კორონა და ეპიდემია, მთავარი მტერია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უნდა მოვიცილოთ. დიდი ილია ამბობდა, "თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა". დღეს კი დიდი ილიას დაბადების დღეა და ხედავთ, რა დამთხვევა გამოვიდა, თავისუფლებისათვის ქართველი ერი მოედანზეა და ის თავისუფლებას აუცილებლად მოიპოვებს.

გუშინ ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არაა, ეს ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ მისაღები გვაქვს ამ დღეებში და ოლიგარქია, თანაც რუსული, უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ...

თქვა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე უწყვეტად ისმის ხმოვანი ჩანაწერი, რომელიც საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს დისტანციის დაცვისა და პირბადის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები