არჩევნები 2020

მელია: მივმართავ ყველა საჯარო მოხელეს, ხელი არ წაგიცდეთ, თქვენი ბედი ხალხის ხელშია

არ მახსენდება, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ-ს ელჩი დილიდანვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისულიყოს. ეს ნიშნავს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან ხალხის გვერდით, ქართველ ხალთან და არჩევანს არავის მოაპარინებენ. 

როგორც არასოდეს, ერთ მუშტად ვართ შეკრული დღეს ქართველი ერი და წარმატებები მინდა ვუსურვო ყველა ოპოზიციურ ამომრჩეველს, ყველა ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველს ვუსურვებ გულახდილად წარმატებას, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვართ მოკავშირეები. ყველა პარტიას ჰყავს თავისი ამომრჩეველი, მაგრამ მნიშვნელოვანია, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და ეს ხდება უკვე. მე ვფიქრობ, რომ 2012 წელზე მაღალი აქტივობა იქნება, მინიმუმ, არანაკლები. 

ყველა საჯარო მოხელეს მივმართავ, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებში, თქვენი ბედი ახლა არის ხალხის ხელში. ხელი არ წაგიცდეთ, იყავით მშვიდად, დაელოდეთ საარჩევნო შედეგების გამოცხადებას საღამოს 8 საათზე, იფიქრონ საკუთარ მომავალზე და არ ჰქონდეთ განცდა, რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი იქნება და იქნება. ეს ყველაფერი დღეს სრულდება, თქვენ უნდა ემსახურებოდეთ სახელმწიფოს, რომელიც ეკუთვნის ხალხს და არა ბატონ კობახიძეს, ბატონ მდინარაძეს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. არანაირი რევანში არ იქნება, არანაირი ანგარიშწორება არ იქნება. თუ არჩევნების დღეს მოიქცევით ისე, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა იქცეოდნენ მაღალი თანამდებობის პირები, მე შემიძლია, ჩემი გუნდის სახელით გითხრათ, თუ არ აქვს უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი, ყველა ადამიანს ძალიან ბევრი რამ ეპატიება. რევანშის დრო ნამდვილად არ გვაქვს, ჩვენ არ მოვდივართ ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ვიღაცას ვდიოთ დასაჭერად, დასაკავებლად, ანგარიშწორებისთვის. ამისთვის ჩვენ არ გვიბრძოლია, უბრალოდ, გამონაკლისი იქნება არჩევნების დღეს თუ ადამიანი ეცდება არჩევნების გაყალბებას, ამ შემთხვევაში, ამ ადამიანს ვერც ქართველი ხალხის რისხვა ასცდება და ვერ მართლმსაჯულების ხელი. 

ამბობს ენმ-ს წევრი და გლდანში ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი გლდანში.

კომენტარები