არჩევნები 2020

ოცნებამ წინასაარჩევნოდ თითქმის იმდენი დახარჯა, რამდენიც ყველა სხვა პარტიამ ერთად

Supporters of the opposition Georgian Dream Coalition shout slogans at an election rally in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნო პერიოდში, 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტების მიერ სულ დახარჯულია 22 973 913 ლარი. ამ თანხიდან ყველაზე მეტი – 10 612 565 ლარი კი ქართულმა ოცნებამ დახარჯა.

ქართული ოცნების მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენებული თანხის ეს ოდენობა თითქმის იმდენივეა, რამდენიც 2020 წლის არჩევნებში მონაწილე კიდევ 61 სუბიექტის (48 პოლიტიკური პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი და 11 დამოუკიდებელი კანდიდატი) მიერ დახარჯული თანხა ერთად აღებული, რაც 12 361 348 ლარს შეადგენს.

ამავე პერიოდში წარმოდგენილი საარჩევნო დეკლარაციების მიხედვით, ყველა საარჩევნო სუბიექტმა 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით შემოსავლის სახით მიიღო 23 846 652 ლარი. ამ შემთხვევაშიც მმართველი პარტია ლიდერობს და მას შემოსავლის სახით სულ 10,355,212 ლარი აქვს მიღებული. ამ თანხაში 10 139 707 ლარი პარტიის შემოწირულობა, 215 505 ლარი კი საბიუჯეტო შემოსავალია. 

წინასაარჩევნო ხარჯების სია პარტიების მიხედვით შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ აქ.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. 

კომენტარები