არჩევნები 2020

წინასაარჩევნოდ პარტიებმა და კანდიდატებმა 22 973 913 ლარი დახარჯეს – სახელმწიფო აუდიტი 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში, 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტების მიერ სულ დახარჯულია 22 973 913 ლარი, რაც ძირითადად რეკლამასა და შრომის ანაზღაურებაზე ნაწილდება.

ამავე პერიოდში წარმოდგენილი საარჩევნო დეკლარაციების მიხედვით, პარტიებმა და კანდიდატებმა 1-ელი სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით შემოსავლის სახით სულ 23 846 652 ლარი მიიღეს. საარჩევნო სუბიექტებს შემოსავლების ორი ძირითადი წყარო აქვთ – შემოწირულებები და საბიუჯეტო დაფინანსება.

პარტიებს შორის შემოსავლებითაც და გაწეული ხარჯითაც ქართული ოცნება ლიდერობს. ხარჯების სია პარტიების მიხედვით ვრცლად იხილეთ აქ. 

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები