არჩევნები 2020

კანდელაკი: ენმ-ის კანდიდატები ზოგ დებატზე მიდიან, ზოგზე არა

ტელეკომპანია ფორმულაზე დასავლური სტანდარტის ცივილიზებული და რეგლამენტირებული დებატები დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებს შორის, სადაც არც ყაყანია და ყველას შეუძლია თავისუფლად ჩამოაყალიბოს რა საკითხებზე იმუშავებს საკუთარ ოლქში. ვიცოდი, რომ დებატებზე არ დადიოდნენ ქოცები (რომ ევლოთ ქოცები არ იქნებოდნენ), მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ზოგ დებატზე მიდიან, ზოგზე კი - არა. მაგალითად, ფოთი-ხობი-სენაკის კანდიდატმა მურთაზ ზოდელავამ დებატებში მონაწილეობა მიიღო გიგა ბოკერიასთან ერთად (სხვა საქმეა როგორ), გიგი წერეთელთან დებატებზე, ასევე, იყო ზესტაფონი-ტყიბული-თერჯოლის ენმ კანდიდატი კახა გეწაძეც.

მაგრამ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და ასევე ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომელიც, სამწუხაროდ, ოცნებისთვის რეალურად მომგებ აკაკი ბობოხიძეს დაუყენეს წყალტუბო-ხონი-ვანი სამტრედიაში. დარწმუნებული ვარ, ამ ოლქის მცხოვრებთათვის საინტერესო იქნებოდა გააჩნია, თუ არა მას რაიმე ხედვა. მაგალითად, მწვანილის ექსპორტზე - რაზეც აკაკის და ევროპულ საქართველოს ძალიან მწყობრი გეგმა აქვს ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალის ამუშავებით, ანდაც წყალტუბოს სანატორიუმების ამოქმედებაზე, რომელთათვის საინვესტიციო მიმზიდველობის მისაცემად ევროპული საქართველო კოპიტნარში რაინეარის ბაზის გახსნას და მილიონი ევროპელი ტურისტის ჩამოყვანას აპირებს, მაშინ როცა ენმ აირზენას ეკეკლუცება.

ასეთ ცივილიზებულ დებატებში უარი ამომრჩევლის უპატივცემულობაა.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

კომენტარები