გაერო

რუსეთი და ჩინეთი გაეროს ადამიანთა უფლებათა საბჭოში აირჩიეს

RFE

13 ოქტომბერს რუსეთი და ჩინეთი გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოში აირჩიეს. აღნიშნულ ქვეყნებს ადამიანთა უფლებების დარღვევისთვის საერთაშორისოდ აკრიტიკებენ. 

საუდის არაბეთმა ამჯერად ადამიანის უფლებების საბჭოში ადგილის დაკავება ვერ შეძლო. 2016 წელს საუდის არაბეთმა 152 ხმა მოიპოვა, თუმცა, ამჯერად 90. ამ წელს 20%-ით ნაკლებმა მისცა ხმა ჩინეთს, 2016 წელთან შედარებით, როდესაც ჩინეთმა 139 ხმა მოიპოვა. 

193 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარმა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 47-წევრიან საბჭოში ასევე აირჩიეს კოტ-დ’ივუარი, გაბონი, მალავი, კუბა, ბოლივია, უზბეკეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი. 

სენგალი, ნეპალი, პაკისტანი, უკრაინა და მექსიკა ხელახლა აირჩიეს. საბჭოს წევრებს ზედიზედ ორჯერ მეტი ვადით საბჭოში ყოფნა არ შეუძლიათ.

ახალი წევრების ვადის ათვლას 2021 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებენ. 

"ის, რომ საუდის არაბეთმა ვერ შეძლო ადამიანის უფლებათა საბჭოში ადგილის დაკავება, მისასალმებელი შეხსენებაა, რომ გაეროს არჩევნებში მეტი კონკურენციაა საჭირო. დამატებითი კანდიდატები რომ ყოფილიყო, შესაძლოა, ჩინეთს, კუბას და რუსეთს წაეგო". – თქვა ადამიანის უფლებათა სამეთვალყურეო ცენტრის გაეროს დირექტორმა, ლუი შარბონომ

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2018 წელს დატოვა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ამის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში საბჭოს დატოვების მიზეზად "პოლიტიკური მიკერძოებულობა" დაასახელა და თქვა, რომ საბჭო "ადამიანის უფლებების ცუდი დამცველია".

წლევანდელი ხმისმიცემის შედეგებს გამოეხმაურა მაიკ პომპეო - "გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანთა უფლებების საბჭომ კიდევ ერთხელ აირჩია ქვეყნები, რომლებსაც ადამიანის უფლებების საშინელი ჩანაწერი აქვთ".

კომენტარები