გაერო

ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს

გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს. გერმანელი დიპლომატი თანამდებობისთვის ერთადერთი კანდიდატურა იყო და ასამბლეის წევრებმა ის უბრალო უმრავლესობით აირჩიეს. 

აღნიშნული თანამდებობა ძირითადად ცერემონიულია. პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია გაეროს 193 წევრ სახელმწიფოს შორის პლენარული სესიების ორგანიზებაა. ბერბოკის ინაუგურაცია 4-წლიან თანამდებობაზე 9 სექტემბერს გაიმართება.

44 წლის ბერბოკი გაეროს გენერალური ასამბლეის მეხუთე ქალი პრეზიდენტი იქნება. 

 

კომენტარები