გაერო

კობახიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეზოლუციაზე: მადლობა ჩინეთს, რომ შეინარჩუნა პოზიცია

მადლობა ჩინეთს, იმისათვის, რომ მან შეინარჩუნა მანამდე დაკავებული პოზიცია. 

[...] ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია, ჩინეთი აღიარებს საქართველოს. თქვენ შეიძლება, არ გსიამოვნებდეთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მესმის რომ გწყინთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო და გაიმეორა, რომ ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების უფლება აქვს. 

ჩინეთმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. 

კომენტარები