4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთიდან, საქართველოდან და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო და გაიმეორა, რომ ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დაბრუნების უფლება აქვს.
რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭრა მხარი, მოწინააღმდეგე 9 იყო, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 52-მა ქვეყანამ შეიკავა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად, ამ რეზოლუციას სომხეთმაც დაუჭირა მხარი.
რეზოლუციის მოწინააღმდეგე ქვეყნები იყვნენ რუსეთი, ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, მალი, ნიკარაგუა, ჩრდილოეთ კორეა, სირია და ზიმბაბვე. ამას გარდა, იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, ირანი და ჩინეთიც არიან.
წინა წელს, ამავე შინაარსის რეზოლუციას 100 მხარდამჭერი ჰყავდა, ხოლო 2018-2022 წლებში მხარდამჭერთა რიცხვი 79-95 შორის მერყეობდა.





