ახალი კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: აჭარაში მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა

ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა მაინც გახლავთ კრიტიკული პაციენტების მართვა. როგორც მოგეხსენებათ, რესპუბლიკური საავადმყოფო ახალი კლინიკაა, მატერიალური და ტექნიკური ბაზა საკმაოდ ახალია და დიდი შესაძლებლობების. ამდენად, იქ ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ კრიტიკულმა პაციენტმა მიიღოს სათანადო მომსახურება და სწორედ სტანდარტიზაცია არის დღეს მთავარი გამოწვევა, რადგან ის, რაც კეთდება თბილისში, უნდა კეთდებოდეს ბათუმშიც, ქუთაისშიც და სხვაგანაც, რომ ჩვენ ერთიანი სტანდარტული მიდგომა გვქონდეს და თანაბარი ხარისხი.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 297 აჭარაში, 78 კი თბილისში დადასტურდა.

კომენტარები