რა თქმა უნდა, მესამე ტალღა მოსალოდნელია, ყოველ შემთხვევაში ევროპის ქვეყნებში ელოდებიან. მერკელმა პირდაპირ თქვა, რომ ველოდებით მესამე ტალღასო და მკაცრი ლოქდაუნი 7 მარტამდე გაახანგრძლივა. აშშ-ში უკვე მეოთხე ტალღაზე საუბრობენ. მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ეს არ არის სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა. ჩვენს ხელშია, ავიცილებთ, თუ არა მესამე ტალღას. ამაში ვაქცინა დაგვეხმარება, მაგრამ სანამ ვაქცინა არაა, ჩვენი და მესამე ტალღის ბედი ჩვენს ხელშია. პირბადეების ტარება არის უმნიშვნელოვანესი. სამწუხაროდ ჩემთან მოდის ინფორმაცია, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად პირბადეებზეც უარი თქვეს. თუ პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი 72%-იყო, ახლა 62%-ია. მესამე ტალღისგან რომ თავი დავიზღვიოთ, პირბადეების ტარების მაჩვენებელი 90%-მდე უნდა გაიზარდოს.
tbl.ge/5g80
დაკოპირდა

თენგიზ ცერცვაძის სიტყვებს IPN ავრცელებს.
ამავე თემაზე
- იმნაძე: მადლობა ეკლესიას რჩევების მიღებისთვის და აპრილში დღესასწაულებზე წესების დაცვისთვის
- ამირან გამყრელიძეს COVID 19 დაუდასტურდა
- გაბუნია: დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და დაღმავალი ტენდენციაა – ნაადრევია
- იმნაძე: მაშინებს ახალი წელი, ბევრი თანამოქალაქე შეეცდება, ძველებურად შეხვდეს
- ტაქსის მძღოლებისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტირება უფასოა