აღდგომა არაფერ შუაში არ არის, აპრილი იყო ის თვე, როდესაც საქართველოში [შემთხვევების] მატებისკენ მიდიოდა და კიდევ ერთი თავშეყრა იქნებოდა დამატებითი რისკის, რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ქართულ ეკლესიას, რომელმაც გაითვალისწინა ჩვენი რჩევები და ყველა წესის დაცვით, მაქსიმალურად ჩაატარა ეს დღესასწაულები. დღესაც ასეა, თუ ადამიანები იცავენ წესებს, რისკი ნაკლებია, თუ ადამიანები არ იცავენ წესებს... არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ეკლესიაში, სუპერმარკეტში, მიტინგზე, ერთიდაიგივეა....
ახალი კორონავირუსი საქართველოში
იმნაძე: მადლობა ეკლესიას რჩევების მიღებისთვის და აპრილში დღესასწაულებზე წესების დაცვისთვის
tbl.ge/5d9v
დაკოპირდა

პაატა იმნაძე პასუხობს კითხვას, არის თუ არა საფრთხილო 7 იანვარს, შობის დღესასწაულის ჩატარება საქართველოში. იმნაძემ პასუხისას გასული 15 აპრილი, აღდგომა ახსენა, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კარანტინი იყო გამოცხადებული, თუმცა ეკლესიების ნაწილში ღვთისმსახურება ჩატარდა და ამას მრევლიც ესწრებოდა.
ამავე თემაზე
- ცერცვაძე: მესამე ტალღა მოსალონდელია, მაგრამ არაა ბედისწერა
- ამირან გამყრელიძეს COVID 19 დაუდასტურდა
- გაბუნია: დაბეჯითებით თქმა, რომ პიკი გადავიარეთ და დაღმავალი ტენდენციაა – ნაადრევია
- იმნაძე: მაშინებს ახალი წელი, ბევრი თანამოქალაქე შეეცდება, ძველებურად შეხვდეს
- ტაქსის მძღოლებისთვის ახალ კორონავირუსზე ტესტირება უფასოა